იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია.

მოსახლეობა

ისრაელის ამჟამინდელი მოსახლეობა 9,195,770 ადამიანია 2020 წლის მონაცემებით.

სახელმწიფო ენა:

ივრითული და  არაბული

ეთნიკური ჯგუფები:

74,2% ებრაელი
20,9% არაბი
4,8% სხვა

რელიგიები:

72,2% იუდაიზმი
17,8% ისლამი
2,0% ქრისტიანობა
1,6 დრუზი
4,4% სხვა

პოლიტიკა

უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა
პრეზიდენტი  -რეუვენ რივლინი
პრემიერ მინისტრი –  ბენიამინ ნეთანიაჰუ

ადმინისტრაციული ერთეულები:

ისრაელის სახელმწიფო დაყოფილია 6 ადმინისტრაციულ ერთეულად ანუ ე.წ. „მეჰოზოთად“: ცენტრალური ნაწილი, ხაიფის, იერუსალიმის, ჩრდილოეთის, სამხრეთის და თელ-ავივის რეგიონებად.

საგარეო ურთიერთობები

ისრაელის სახელმწიფო 157 ქვეყანასთან ინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობას და 100-ზე მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობა ჰყავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ეკონომიკა

მშპ (ნომინალური) 2020 წლის შეფასებით – სულ $410,501 მილიარდი;
ერთ სულ მოსახლეზე $44,474;

ეკონომიკური და ინდუსტრიული განვითარების მხრივ ისრაელი სამხრეთ-დასავლეთ აზიის ქვეყნებში ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა.2010 წელს იგი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყანა გახდა. რეგიონული მასშტაბით ისრაელი მესამე ადგილზეა, როგორც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის, ასევე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშგებაში შესული გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით. იგი მსოფლიოში მეორე ადგილზეა სტარტაპ კომპანიების რაოდენობის მიხედვით (ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ) და პირველ ადგილზეა NASDAQ-ზე მომუშავე კომპანიების რაოდენობის მხრივ ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ.

ვალუტა

ახალი შეკელი

აეროპორტები

ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყნის მთავარი აეროპორტია, რომელიც ქ. თელ-ავივთან მდებარეობს;

აეროპორტი OVDA – ოვდა, ქვეყნის სამხრეთით მდებარეობს, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ადგილობრივი აეროპორტები.