ისსპ-ს შესახებ

დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია ისსპ, 2020 წლის 10 მაისს  დაარსდა ისრაელსა და საქართველოს შორის ორმხრივი სავაჭრო, საინვესტიციო და ბიზნეს ურთიერთობების ხელშეწყობის და გაღრმავების მიზნით.
ისრაელი-საქართველოს სავაჭრო პალატა, რომელსაც ორი ქვეყნის შესაბამისი სამინისტროები კურირებენ, ფინანსური საქმიანობების განსახორციელებლად იდეალურ სისტემას და პლატფორმას ქმნის ორ ქვეყნას შორის კავშირების დამყარების, პირდაპირი დიალოგისა და ერთობლივი მუშაობის განსახორციელებად. ჩვენი ორგანიზაციის წევრები ისარგებლებენ მომსახურების ფართო სპექტრით, როგორიცაა ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობები, პროფესიული და საქმიანი კონტაქტები, სემინარები, საქმიანი ვიზიტები და კულტურული ღონისძიებები.

ჩვენი გუნდი

ბიზნესმენი, უძრავი ქონების ინვესტორი. მისი ბიზნეს საქმიანობა 2005 წლიდან დაკავშირებულია საქართველოსთან, სადაც ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ახორციელებს საინვესტიციო პროექტებს. 2018 წლიდან არის საქართველოს საპატიო კონსული ისრაელის სახელმწიფოში;

მენი ბენიში

თავმჯდომარე

ავიდან ვინერის პროფესიული გამოცდილება უკავშირდება ბიზნეს განვითარების სტრატეგიულ მართვასა და კონსულტირებას. მას ასევე მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია საერთაშორისო ოპერაციების მმართავის კუთხით;

ავიდან ვინერ

აღმასრულებელი დირექტორი

იაკოვ პერი გახლავთ ისრაელის სახელმწიფოს შიდა უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი დირექტორი, ასევე სატელეკომუნიკაციო კომპანია „Cellcom Israel“-ის ყოფილი პრეზიდენტი, Mizrahi Tefahot - ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. იაკოვ პერი ქნესეთის წევრის რანგში, ხელმძღვანელობდა ისრაელის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და კოსმოსური ინოვაციების სამინისტროს, მინისტრის პოსტზე.

იაკობ პერი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

მაიას შახნაი-ცინცაძე იურიდიული კომპანიის Firon &Co ასოცირებული თანამშრომელია. მაია, იურიდიული კონსულტანტის რანგში თანამშრომლობდა საქართველოში მოქმედ წამყვან კომპანიებთან.

მაია შახნაი-ცინცაძე

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი/  მრჩეველი იურდიულ საკითხებში

ბიზნესმენი, მეწარმე და აღმასრულებელი დირექტორი მაღალ ტექნოლოგიური კომპანიებისა. მისი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება დაკავშირებულია საერთაშორისო, მაღალ ტექნოლოგიური ოპერაციების შექმნასა და მართვასთან;

ერან ლასერ

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 

მედია კონსულტანტი, სტრატეგიის განვითარების და კრიზის მენეჯერი;

იაირ მარტონ

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 

ფოტო გალერეა

სერვისები და პრივილეგიები

ნეთვორქინგ - კონტაქტების დამყარება

რეგულარული ბიზნეს და ნეთვორქინგის ღონისძიებები, რაც ითვალისწინებს საქმიან საუზმეს, სხდომების შუალედებში სადილების ორგანიზებას, არაოფიციალურ მიღებებს, ლექციების, დარგობრივი ფორუმების და ბიზნეს ლანჩებს გამართვას.

უახლესი მარკეტინგული საშუალებების ხელმისაწვდომობა

ისსპ-ის მიერ შექმნილი ბიზნეს პლატფორმის” ბიზნესის კეთება საქართველოსა და ისრაელში” ფარგლებში წამყვან სპეციალისტებთან შეხვედრების ორგანიზება.

ბიზნეს დელეგაციები

ისსპ-ი კოორდინირებას უწევს ბიზნეს დელეგაციების სამუშაო და გაცნობით ვიზიტებს საქართველოში, რათა ხელი შეუწყოს ბიზნეს ურთიერთობებისა და კავშირების დამყარებას ისრაელისა და საქართველოს მაღალი რანგის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის.

.

ინფორმაცია ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ

საქართველოსა და ისრაელის ეკონომიკის, მრეწველობის, მიმდინარე მოვლენებისა და სხვა საკითხების შესახებ სიახლეებისა და კვლევების გამოქვეყნება.

მაღალი რანგის და პრივატული შეხვედრების ორგანიზება

მრეწველობის კონკრეტულ დარგებზე ორიენტირებული BIP შეხვედრების, ორი ქვეყნის დიპლომატებთან და ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ორგანიზება.

სიახლეები

CONTACT

ჰავაცელეთ ჰა-შარონის ქუჩა 51, ჰერცილია პიტუახ, ისრაელი